გრიგოლ ვაშაძე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შეხვდა.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი სოფელში მაჟორიტარობის კანდიდატთან, გიორგი ბოტკოველთან ერთად ჩავიდა.
ოპოზიციონერებმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და გეგმები გააცნეს. მათგან კი ის პრობლემები მოისმინეს, რაც მათთვის დღემდე აქტუალურია.
ინფრასტრუქტურა, წყალი და ბუნებრივი აირი, ის საკითხებია, რაც ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, ისევ არ მოგვარებულა.
ავტორი: ია გულიაშვილი.