NBA-ში მოთამაშე გოგა ბითაძეს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

გამოქვეყნდა:

45 წლის სპეციალისტი ნეით ბიორკგრენი “ინდიანა პეისერსის” ახალი მთავარი მწვრთნელია,სადაც ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე თამაშობს.

ახალმა მწვრთვნელმა ამ პოსტზე  ნეით მაქმილანი შეცვალა. ბიორკგრენისთვის “ინდიანა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციიდან პირველი გუნდია, რომელსაც მთავარი მწვრთნელის რანგში ჩაუდგება სათავეში.

ისე კი, მან მწვრთნელობა 29 წლისამ  დაიწყო და წლების განვალობაში NBA-ს განვითარების ლიგის გუნდებსაც წვრთნიდა,

მთავარ წარმატებას კი 2019 წელს “ტორონტო რეპტორსში” მიაღწია, სადაც მისმა გუნდმა NBA-ს ჩემპიონობა იზეიმა, თავად კი მთავარი მწვრთნელის ნიკ ნერსის ასისტენტი გახლდათ.

თავად გოგა ბითაძისთვის ეს არ უნდა გამოდგეს ურიგო ცვლილება იმის გათვალისწინებით, რომ მას ყოფილი მთავარი მწვრთნელი ნეით მაქმილანი ფაქტიურად, საერთოდ არ წყალობდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი