გამოსასყიდი მოიტანონ და გაათავისუფლონ - მძევლის დედა

გამოქვეყნდა:

გამოსასყიდი მოიტანონ და გაათავისუფლონ - ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მყოფი ერთ ერთი მძევლის დედა ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს შეასრულოს თავდამსხმელის მოთხოვნები.

ის ამბობს, რომ მისი შვილი ბანკში გადასახადების გადასახდელად შევიდა და რამდენიმე წუთში ბანკს თავს დაესხნენ, როგორც დედა ამბობს, შვილი მან იმ კადრებში ამოიცნო, რომელიც მძევლების ოთახშია გადაღებული და რომელიც ექსკლუზიურად "მთავარი არხის" ეთერში გავიდა.

სიტუაცია კი ზუგდიდის ცენტრში უკვე რამდენიმე საათია უცვლელია. შეიარაღებულ პირს საქართველოს ბანკის შენობაში 19 მძევალი ჰყავს. შსს-ში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა. რამდენიმე წუთში განცხადებას მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე გააკეთებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი