ექსკლუზივი: პირველი კადრები მძევლების ოთახიდან - თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვს

გამოქვეყნდა:

მთავარი არხის პირდაპირ ეთერში ზუგდიდში, ბანკში მყოფი მძევალი საუბრობს და ამბობს, რომ თავდამსხმელი 500 000 დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დასატოვებლად ვერტმფრენს ითხოვს. მისივე ინფორმაციით, მძევლად 19 ადამიანია.

შენობაში ვიმყოფებით ერთ ოთახში 19 კაცი. გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული ავტომატით და ყუმბარით და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ყველანაირი ძალადობით მოგვარება ამ სიტუაციის შეუძლებელია, 500 დოლარს ითხოვს და უნდა შემოვიდეს ვინმე შეიარაღებული და ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია - ამბობს ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია "მთავართან" საუბარში.

მისივე თქმით, თავდამსხმელი ნაღდ ფულს, ადგილზე მიტანით და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი