დმანისში "ოცნების" წარმომადგენელბმა ერთმანეთი დაჭრეს - ოპოზიცია არეულობაში ზურაბ ოკმელაშვილს ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

დმანისში მომხდარ დაჭრას, რა დროსაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და დაჭრეს, ოპოზიცია ეხმაურება. გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე კრიმინალური ავტორიტეტი ზურაბ ოკმელაშვილია.

ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი "ენმ"-დან, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ უკვე თვეზე მეტია ისინი ზურაბ ოკმელაშვილის დაკავებას ითხოვენ

"გოგი მეშველიანი არის ავადმყოფი. ბანდიტები რომ შეიკრიბებიან, ნარკომანები, ლოთები იმათ მართვა ხო რთულია და ერთმანეთს ურტყამენ და ესვრიან გარდა იმის რომ ჩვენ გვესროდნენ გუშინწინ. სამი კაცი არის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი, დაჭრა ზურაბ ოკმელაშვილმა, რომლის დაკავებასაც ვითხოვთ თვე ნახევარია. ეს არის ის პიროვნება, რომელმაც გაიყვანა ჩვენი შტაბის წევრი და კამერების წინ უმოწყალოდ სცემა" - ამბობს კახა ოქრიაშვილი.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დმანისში, გოგი მეშველიანი დაპირისპირებას ადასტურებს და ამბობს, რომ ეს ადამიანები ნასვამები იყვნენ. 

ის ასევე არ გამორიცხავს, რომ მომხდარის უკან „ნაციონალურ მოძრაობა“ და მისი კანდიდატი კახა ოქრიაშვილი იდგეს, რადგან მისი თქმით ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს აგებს და ყურადღების გადატანა ახლა პროვოკაციებზე სურს.

შეგახსენებთ, რომ დმანისში გუშინ,  21 ოქტომბერს, "ოცნების" საარჩევნო შტაბში ერთმანეთს მმართველი გუნდის აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი