ენმ-ს ლიდერმა ნიკა მელიამ "მთავარის" ეთერში, ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემაში გადაცემაში "ღამის მთავარი" ზუგდიდში მომხდარ თავდასხმასთან ენმ-ს დაკავშირების ხელისუფლებისეულ მცდელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ოცნების" ამ რიტორიკას მოჭიდება არა აქვს და მისი აბსურდული ვერსიების არავის სჯერა.
გუშინ ზუგდიდელებს უსუსურობის განცდა დაეუფლა, ხალხნო. შევარდი აბა ქალაქში ბერულავების ან გოგოხიების ოჯახში და ნახავთ, როგორი განცდა ექნებათ. ტერორიზმის ერთერთი დანიშნულება ხომ ისიცაა, რომ უიმედობა და უსუსრობა დათესოს. იმის ნაცვლად, რომ საფრთხის განეიტრალებაზე ეზრუნათ, ხელისუფლებამ, უფრო სწორად, ივანიშვილის ჯგუფმა დაიწყო მძევალთა შორის ნაციონალების იდენტიფიცირება, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას ვარაუდით, თავდამსხმელმა ძალიან კარგად იცოდა ამ ხელისუფლების შესაძლებლობები და დარწმუნებული იყო, რომ ამ ბანკის დაყაჩაღებას წარმატებით დაასრულებდა. ენმ-ს ლიდერი ამბობს, რომ 31 ოქტომბერს ეს ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს, "თუნდაც ამისთვის ორი ან სამი პირბადის გაკეთება მოგვიწიოს".
შეგახსენებთ, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრისა და მას შემდეგ, რაც მძევალთა შორის აღმოჩნდა ირაკლი კავარცხელია, ხელისუფლების მიერ მართული ტროლ-ბოტები და პრორუსულად განწყობილი პირები "ნაციონალების მიერ დადგმულ სპექტაკლზე" ალაპარაკდნენ.