მკლავჭიდელები სოსო ჯაჭვლიანის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

მკლავჭიდელები ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ - სპორტსმენები უკვე ღიად ალარაპაკნენ იმ პრობლემებზე რაც ფედერაციაშია. ჯაჭვლიანს მკლავჭიდელბი ფედერაციიდან უკანონოდ გათავისუფლეაბში ადანაშაულებენ. ამ თემაზე მათ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართეს.

დღევანდელი ბრიფინგს წინ უძღვოდა  მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომაზე, სპორტსმენებს შორის მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისრება.

მკლავჭიდელები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და გათავისუფლებული მწვრთნელების სამსახურში დაბრუნებას ითხოვენ.

ვახტანგ მუსელიანის და სოსო ჯაჭვლიანის ურთიერთობა ყველას კარგად ახსოვს. ეს ყველაფერი არის აბსურდული, მოგონილი ზღაპარი. კარგად დადგმული სცენარი. არ მოგვწონს მისი პრეზიდენტობა და ამის გამო ვაცხადებთ პროტესტს. იგივე სიტუაციაში ვართ დღესაც, არ შევეგუებით მის პრეზიდენტობას", - ამბობს გენადი კვიკვინია, ძირითადი ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ევროპის ჩემპიონი, დავით ჭელიძე ამბობს, რომ გამგეობის გაფართოებული სხდომა უნდა მოწვიონ, რადგან სოსო ჯაჭვლიანი არაკომპეტენტურია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი