საარჩევნო კომისისის ახალი დადგენილებით ათასობით მოქალაქე შესაძლოა ხმის უფლების გარეშე დარჩეს. 45-ე დადგენილებით, საავადმყოფოებში, კოვიდ სასტუმროებსა და თვითიზოლაციაში მყოფებს არჩვნებზე დასარეგისტრირებლად მხოლოდ 2 დღე აქვთ, 24დან 26-ი ოქტრომბრის ჩათვლით, მათ კი ვისაც კორონა ვირუსით 26 ოქტომბრის შემდეგ დაინფიცირდება ან თვითიზოლაციაში გადავა არჩვნებზე ხმას ვეღარ მისცემენ.
ამ დადგენილებას ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს, ამბობენ, ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, გაუგებარია ვინ გააკონტროლებს საკარანტინო სირცეებსა და სტაციონარებში მყოფ ამომრჩეველთა ხმის მიცემას.
ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ცესკოს დადგენიულება საამართლოში უკვე გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ მოქალაქეთა რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ გაურკვევლია თუ ცესკოს სურდა ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების პოზიციების გათვალისწინება, რატომ მიიღეს დადგენილება დაჩქარებული წესით.
ქართული ოცნებაში პოლიტიკურ სპეკულაციას უწიდებენ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკას. ხელისუფლების წარმომადგენლების დღეს ამტკიცებდნენ, რომ არჩევნების გაყალბება წლებია წარსულს ჩაბარდა.
განმარტებები გააკეთა საარცვნო კომისიაშიც - ამტკიცებენ, რომ ყველა ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან დადგენილების მიღების პროცესში გამჭირვალე იყო, სადაც ჩართული იყო ოპოზიციაც და არასამთავრობო სექტორიც.