ქუთაისში არ არის ოჯახი, სადაც ერთი ან ორი მშობელი ემიგრაციაში არ იყოს წასული - გრიგოლ ვაშაძე

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიცია - "ძალა ერთობაშია" ქუთაისში, მაჟრიტარობის კანდიდატ, გრიგოლ ვაშაძეს წარადგენს.

გრიგოლ ვაშაძემ ბაგრატის ტაძართან შეკრებილ ადამიანებს სიტყვით მიმართა და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა. მანვე არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრა. 

„დღეს, პოლიტიკურ სოციალურ ეკონომიკურ დემოგრაფიულ კრიზისში, ჩაფლულ საქართველოს ბევრი პრობლემა ახვევია თავს, მაგრამ ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც თავისი მასშტაბითა და სიდიდით ხელს უშლის ჩვენს ქვეყანას, ეს არის ქართული ოჯახის გამკლავება იმ კრიზისთან, რომელიც „ქართული ოცნების“ რვა წლიანმა მმართველობამ მოახვია თავს, ჩვენს ერსა და ჩვენს საზოგადოებას. 

„ქართული ოცნების“ მიერ გამოწვეული ეკონომიკური ნგრევის პირობებში, ჩვენი დემოგრაფია იმ დონემდეა  მისული, რომ სულ ცოტა ბავშვი იბადება და თუ ასე გაგრძელდა გაეროს პროგნოზით 2030 წელს სულ უფრო ნაკლები დავრჩებით. სულ უფრო ნაკლები ოჯახი იქმნება, სულ უფრო მეტია განქორწინება, სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მიდის საზღვარგარეთ, მონურ შრომაზე და არ აქვს საშუალება შექმნას ოჯახი. ქუთაისში არ არის ოჯახი, სადაც ერთი ან ორი მშობელი ემიგრაციაში არ იყოს წასული და ბავშვებს ბებიები და ბაბუები ზრდიან", - თქვა თავის გამოსვლაში გრიგოლ ვაშაძემ.

 შგახსენებთ, რომ გუშინ, 22 ოქთომბერს, წყალტუბოში  წარდგენა ჰქონდა  ნანუკა ჟორჟოლიანსაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი