ფედერაცია არ იყოს ვიღაცის მაღაზია და დუქანი - მკლავჭიდელები ჯაჭვლიანის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

მკლავჭიდელები სოსო ჯაჭვლიანს ფედერაციიდან უკანანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. სპორტსემენებმა საპროტესტო აქციების გამართვა შეწყვიტეს, რათა თავიდან აირიდონ საკითხის პოლიტიზება და პრობლემებზე ბრიფინგზე ისაუბრეს.

"ვემიჯნები პოლიტიკას, ვარ სპორტსმენი, გული შემტკივა ამ სპორტზე. 12 წელი ვემსახურები სპორტს და ჩემ ქვეყანას და სხვა დაინტერესება არანაირი არავის არ აქვს, მხოლოდ არის დაინტერესება იმაში, რომ ამ სპორტს საბოლოოდ ეშველოს, ფედერაცია დაემსგავსოს ფედერაციას და არ იყოს ვიღაცის მაღაზია და დუქანი", - ამბობს ლევან საგინაშვილი, მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში. 

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ ბრიფინგს წინ მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომაზე, სპორტსმენებს შორის მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისრება უძღოდა, სადაც მკლავჭიდელები სოსო ჯაჭვლიანის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი