მმართველი გუნდი ოპოზიციას კომპიუტერული პროგრამა Deepfake-ის გამოყენებაში ადანაშაულებს - Deepfake-ის გამოყენებაში ოპონენტები "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, დაადანაშაულა და თქვა, რომ ამ გზით ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას შეეცდება.
აქვე გეტყვით, რომ Deepfake არის ყალბი ვიდეოების გამავრცელებელი პროგრამა, რომელიც კონკრეტული პირის გამოსახულებას და ხმას იყენებს, თუმცა, მის მიერ ნათქვამი ტექსტის შინაარსი, შესაძლოა, განსხვავებული და გაყალბებული იყოს.
თავის მხრივ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ოცნებამ" იცის, რომ არჩევნებს აგებს და ესაა მიზეზი, რის გამოც არჩევნებამდე 5 დღით ადრე Deepfake-ზე ალაპარაკდა.
"გაყალბების იმდეი აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ - არჩევნებს აუცილებლად დავაკვირდებით და როგორც გადავაბარეთ ხელისუფლება, ისე გადმოგვაბარებენ", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ოპოზიციის შეფასებით, მოსახლეობას არ სჭირდება ყალბი ვიდეოები, რადგან საზოგადოებამ 8 წლის განმავლობაში თავად ნახა, ოცნებას რა შეუძლია.