უძრაობა კახეთში - ოპოზიციის შემაჯამებელი შეხვედრა ამომრჩევლებთან

გამოქვეყნდა:

კახეთში, ენმ- ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატების წინასაარჩევნო შემაჯამებელ შეხვედრაზე, გაჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. 

ყვარელში შეკრებილებს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიმართა და დაპირდა რომ გლეხების მდგომარეობა მისი გუნდის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გაუმჯობესდება.

"ეს ხელები მართლა მექავება იმისათვის, რომ ავაშენოთ, შევძლოთ და ყველას დავუმტკიცოთ, რომ ყველაზე მაგრები ვართ ქართველები", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში მისი გუნდი შეასრულებს. მისი თანაგუნდელების თქმით, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის შემდეგ დადებული არც ერთი დაპირება არ შეასრულა, რის გამოც, კახეთი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

"2012 წელს ბიძინა ივანიშვილი კახელებს გპირდებოდათ, თუ როგორ უნდა გაზრდილიყო ყურძნის ფასი და როგორ სამოთხეში უნდა გეცხოვრათ 2-3 წელიწადში. ხომ ნახეთ, რა დღეში ჩააგდო ამ კაცმა ქვეყანა? წელს ყურძენი რა ღირდა ხომ კარგად ნახეთ და რამხელა რიგები იდგა ქარხნებთან. ზუსტად ასე შესრულდა ყველა ის დაპირება, რომელიც ივანიშვილმა გასცა", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

პოლიტიკოსების გარდა, მოსახლეობას არჩევნებზე აქტიურობისკენ პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამაც მოუწოდა.

გადამწყვეტ არჩევნებამდე 5 დღე რჩება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი