"ოცნებამ" აგიტაციაში ძალოვნების შემდეგ ბიზნესმენები ჩართო - წამლები და საჭმელი ხმების სანაცვლოდ

გამოქვეყნდა:

"ოცნებამ", ძალოვანი უწყებების შემდეგ, აგიტატორებად ბიზნესმენები გადააქცია - სოფელ მუხრანში, წეროვანსა და წალკაში "ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებას ცდილობს. როგორც ადგილობრივები "მთავართან" ყვებიან, მმართველი გუნდი ხმების მოსაპოვებლად პარტიის მხარდამჭერი ბიზნესმენების გავლენებსაც იყენებს. 

ადგილობრივები "ოცნების" აგიტატორ ბიზნესმენად დავით ზეიკიძეს ასახელებენ. ბიზნესმენი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას მმართველ გუნდთან საერთო არაფერი აქვს. 

ეს ოცნების" მხრიდან ერთადერთი წინასაარჩევნო დარღვევა არ არის - ოპოზიციაში ამბობენ, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ათასობით ადამიანი ხმის უფლების გარეშე რჩება და რომ ცესკომ წინასაარჩევნო პროცესის სრულფასოვნად წარმართვა ვერ უზრუნველყო.

ამ საკითხს დღეს ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა - "ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა ცესკოს 45-ე დადგენილება გააპროტესტეს, რომელიც სტაციონარში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთების ამოქმედებას ითვალისწინებს.

მედიის და ოპოზიციის აქტიურობის შემდეგ ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ რეგისტრაციის ვადა რამდენიმე საათით გაახანგრძლივა. ვინც თვითიზოლაციაშია, ხმის მისაცემად დარეგისტრირებისთვის დრო ხვალ შუადღემდე აქვს. მიუხედავად ამისა, ათასობით ადამინი მაინც კონსტიტუციურად კუთვნილი ხმის უფლების გარეშე რჩება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი