14:00-ზე გადასატან ყუთებზე რეგისტრაცია წყდება - ათასობით ადამიანი ხმის მიცემის უფლების გარეშე რჩება

გამოქვეყნდა:

დღეს 14 საათიდან თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი ადამიანები არჩევნებისთვის რეგისტრაციას ვეღარ შეძლებენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დრომდე არ აქვს გეგმა იმ ადამიანებისთვის, ვინც კარანტინში 14 საათის შემდეგ გადავა.  

შედეგად, ათასობით ადამიანი კონსტიტუციური უფლების გამოყენების გარეშე რჩება. ოპოზიციის ვარაუდით, მმართველმა გუნდი გადასატანი ყუთის გამოყენების საშუალებას, შესაძლოა, მხოლოდ საკუთარ მხარდამჭერებს მისცეს.

"ხელისუფლებამ საკუთარი უმოქმედობით თუ განზრახ ადამიანებს წაართვა ხმის მიცემის უფლება. როგორც ჩანს, "ოცნება" სქემით მოქმედებს, თუმცა ყველაფერი იქნება ფუჭი მცდელობა", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გუშინ გახანგრძლივდა და დღეს, 14:00-მდე გაგრძელდება. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი