გორის მერიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

გამოქვეყნდა:

გორის მერიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, მერიის საფინანსო განყოფილების უფროსის მოადგილისგან, მისი ერთ-ერთი თანამშრომელიც დაინფიცირდა. თავზარაშვილის თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

საფინანსო განყოფილება მთლიანად თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტის პასუხებს კი ხვალისთვის ელოდებიან.

"დაახლოებით 15 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება. ვესაუბრე ინფიცირებულ თანამშრომლებს და თავს ნორმალურად გრძნობენ. კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ანალიზების პასუხები ჯერ არ ვიცით"- ამბობს თავზარაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს, 27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რეგიონული გადანაწილება კი ასეთია:

  • თბილისი - 712;
  • აჭარა - 545;
  • იმერეთი - 305;
  • ქვემო ქართლი - 48;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 63;
  • შიდა ქართლი - 56;
  • მცხეთა-მთიანეთი - 22;
  • კახეთი - 23;
  • სამცხე-ჯავახეთი - 22;
  • გურია - 24;
  • რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთი - 4;
პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი