საბავშვო ბაღების დირექტორები სოზარ სუბარის დასახმარებლად დარაზმეს - "ოცნებამ" ადმინისტრაციული რესურსი აამუშავა

გამოქვეყნდა:

სამგორის რაიონში სახელისუფლო პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბიდან მიღებული დირექტივებით მე-16 ბაგა ბაღის დირექტორი მშობლებს სოზარ სუბარის მხარდაჭერას ავალდებულებს.

ჩანაწერი ადასტურებს ფაქტს, რომ სამგორში, მე-16-ე საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი ლალი რახრახაძე აღსაზრდელების მშობლებს  ურეკავს და ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის სოზარ სუბარის სასარგებლოდ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. წინაასაარჩენო აგიტაცია თუ ამომრჩევლის  დაშანტაჟება - ამ კითხვას პასუხს სცემს ის ორი დოკუმენტი , რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოიპოვეს.

"გაურკევევლები" - ასე ჰქვია ერთ-ერთ ფაილს,რომელიც  იმ მშობლების მონაცემებია, რომლებთან შეთანხმებაც, სავარაუდოდ ლალი რახრახაძემ ჯერ ვერ მოახერხა.   მეორე ფაილში არსებული სია კი საკამოდ გრძელია და როგორც სჩანს, დირექტორი ამ შემთხვევაში მათ არჩევანში დარწმუნებულია. მშობლებთან დარეკვის შემდეგ უმრავლესობამ დირექტორის მხრიდან ზარი დაადასტურა. 

ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენება, შანტაჟი და მუქარა არ უკვირთ ოპოზიციაში. ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ 16 საბავშვო ბაღის დირექტორს , ისე როგორც პედაგოგებს სოზარ სუბარის შტაბიდან კონკრეტული დავალებები აქვთ და თუკი ამომრჩევლის მობილიზებას ვერ მოახდენენ, სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან .

ევროპულ საქართველოში დაშინებისა და შანტაჟის ახალ მოდელზეც საუბრობენ. გახსნილი ბიულეტენების კაბინიდან გამოტანას და მმართველი გუნდის დამკვირვებლებისთვის  ჩვენებას - მოსახლეობისგან ქართული ოცმების წევრები მოითხოვენ. 

არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, წინასაარჩევნოდ, მოსახლოების დაშინებისა და მუქარის ფატქები კი არაერთხელ გამოვლინდა. შანტაჟის მიუხედავად, ამომრჩევლების უმრავლესობა მმართველი გუნდის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი