ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არასამთავრობოთა ნაწილი არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებს

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე მმართველი გუნდი ბრალდებების ახალ სერიას იწყებს - ცხადია, რომ მიზანი მხოლოდ პარტიის ლიდერის დაბოლება არ არის, მოქალაქეების დარწმუნებაცაა, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას აპირებს და ყველაფერი, იქნება ეს ძალადობა, გაყალბება თუ სხვა დარღვევები მხოლოდ ოპოზიციიისა და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შექმნილი ილუზია იქნება. თეა წულუკიანმა დღეს პირდაპირ თქვა, რო დამკვირვებლად რეგისტრირებული 129 ორგანიზაციიდან 30 არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას აპირებს და ისინი ოპოზიციას უჭერენ მხარს.

მაშინ, როცა თეა წულუკიანი ოპოზიციის სქემასა და არასამთავრობო ორგანიზაციების შავ-ბნელ გეგმებზე საუბრობდა არასად უხსენებია ვინ არის დანარჩენი 99 ორგანიზაციის დამფუძნებელი. არადა, ორგანიზაციების ჩამონათვალს შორისაა "ერთად არჩევნებისთვის", რომელშიც 9 სხვადასხვა ორგანიზაციაა გაწევრიანებული. მათი დამფუძნებლები და ლიდერები ღიად უჭერენ მხარს მმართველი გუნდს. მაგალითად დემოკრატიული ინციატივების ცენტრის დამფუძნებელი დავით ჩიხელიძე ფეისბუქზე აქტიურად აშეარებს ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრებსა და გიორგი გახარიას დაპირებებს. ასევე, ფიქრობს, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამე სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთა იყო.

ფაქტია, რომ არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, როცა დუღილის ტემპერატურა მაქსიმუმს აღწევს მმართველი გუნდის მხირდან ისევ ნაცნობი რიტორიკა ისმის. ოპოზიცია კი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება არჩევნების ტოტალურ გაყალბებას გეგმავს, ამისთვის ყველა რესურსი ამოქმედებულია და ახლა სწორედ დამკვირვებლებსა და ამნომრჩევლის აქტივობაზეა დამოკიდებული რამდენად მოიყვანს მმარტვერლიგ უნდი სისრულეში ამ მიზანს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი