ზეწოლა აშშ-ში მცხოვრებ ქართველებზე - "ოცნება" და საკონსულო, სავარაუდოდ, თანამშრომლობენ

გამოქვეყნდა:
განახლდა:

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები “ქართული ოცნებადან” ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ.  

მმართველი პარტიის აქტივისტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, მარიამ ცაგარეიშვილს, დაუკავშირდნენ და საარჩევნო უბანზე ტრანსპორტირება შესთავაზეს.

ემიგრანტი "მთავართან" ყვება, რომ მისი პირადი ინფორმაცია, სავარაუდოდ, ამერიკაში საქართველოს საკონსულომ გასცა, რაც პირდაპირი კანონდარღვევაა.

საქართველოს მოქალაქე ამბობს, რომ "ქართული ოცნება” ნიუ-იორკში არჩევნებს ყოველთვის აგებს და სწორედ ამას უკავშირდება მმართველი პარტიის საგანგებო მობილიზებაც.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი წინასაარჩევნო დარღვევაზე საუბრობს. ერთერთი ინტერნეტმომხმარებელი ამბობს, რომ მასაც ტრანსპორტირების შეთავაზებით დაუკავშირდნენ, თუმცა დაზუსტებით უცნობია, საიდან გაარკვიეს ემიგრანტის საკონტაქტო ნომერი. 

"ის, რომ საკონსულომ გადასცა ამომერჩეველთა სია ქართული ოცნების მომხრეებს, ეს არის ჩემი ეჭვი, რადგან სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, სამოქალაქო პირს ჰქონდეს ამ ინფორმაციაზე წვდომა" - წერს ნიუ-ორკში მცხოვრები ქართველი Facebook-ზე. 

ამასთან, ინტერნეტმომხარებელი საჯაროდ ავრცელებს ნომერსა და მიმოწერას, რომლიდანაც მას დაუკავშირდნენ, თუმცა ამ დრომდე პირის ვინაობა უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი