დატბორილი სარდაფები, ნესტიანი კედლები და ჭერი - მთავრობის დახმარება დევნილებს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში დევნილები ხელისუფლების მიერ საზეიმოდ გადაცემულ ბინებზე უარს ამბობენ. დევნილების თქმით, ბინებში გაუსაძლისი პირობებია. დატბორილი სარდაფები, ნესტიანი კედლები და ჭერი, სამშენებლო მასალებით სავსე ოთახები - ასეთი სურათი დახვდათ დევნილებს ახალ საცხოვრებლებში. 

"მე ვარ პენსიონერი, არავინ ჩემი დამხმარე არ არის. რა ვქნა, როგორ მოვიქცე, არ ავიღებ ბინას იმიტომ, რომ მე მოვკვდები - ძვლები მტკივა, ავადმყოფი ქალი ვარ, დაავადებული, 27 წელიწადი ამ ნესტიან ოთახს ველოდი?" - ამბობ, ერთ-ერთი დევნილი.

როგორც აღმოჩნდა, "ქართულმა ოცნებამ" დევნილებთან საარჩევნო შანტაჟსა და მუქარასაც მიმართა . 

"ყველას უთხრეს, რომ ვინც ოცნებას არ მისცემს ხმას, ის ბინას ვერ მიიღებსო. პირადად ჩემი მონაცემები ჩაიწერეს და ყველას ასე ჩააწერინეს,"- ამბობს, დევნილი

დევნილებს იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება შეიცვლება და ისინი მაინც გადასცემენ ბინებს, რომელშიც არ იქნება არაადამიანური პირობები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი