ოპოზიცია კელი დეგნანის საარჩევნო გზავნილებს ეხმიანება - ხელისუფლების ოპონენტების აზრით, თუ "ქართული ოცნება" შედეგების გაყალბებას შეეცდება, შესაძლოა, არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არა მხოლოდ მოსახლეობის, არამედ დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც.
"ოცნებამ" დღემდე ვერ შექმნა ის პოლიტიკური გარემო, რომელიც უნდა ჰქონდეს დემოკრატიული გზით განვითარებულ ქვეყანას და ამას მოწმობს დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულებაც", - ამბონს ენმ-ის წევრი, სალომე სამადაშვილი
ნათელია, რომ კელი დეგნანის გზავნილები "ოცნებას" მიემართება, რათა მათ ხელი არ წაუცდეთ და არ გამოიყენონ ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებს არჩევნების შედეგებს", - თქვა "ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგი კაპანაძემ.
ოპონენტები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ საარჩევნო დარღვევების შემთხვევაში, საერთაშორისო პარტნიორებისგან ფინანსურ სანქციებს მიიღებენ.
"თუ ოცნება შეეწინააღმდეგება ქართველი ხალხის არჩევანს, საკადრის პასუხს მიიღებს - დაკარგავს ლეგიტიმაციას, დაუწესებენ ფინანსურ სანქციებს და გაკოტრდება", - ამბობს ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი, გიორგი გუგავა.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანზორ ბიწაძე, კი ამბობს, რომ "თუ "ოცნება" ვერც ხალხის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ვერც სტრატეგიული პარტნიორებისას, მიიღებს 2 პოლიტიკურ მუშტს".
შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე 3 დღით ადრე ამერიკის საელჩომ კელი დეგნანის ინტერვიუ გაავრცელა, სადაც ელჩი პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, რომ "არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ გარემოში - სივრცეში, სადაც არ არის ძალადობის, მოსყიდვისა და შანტაჟის ადგილი". ამასთან, დეგნანმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ აუცილებლად მივიდნენ 31 ოქტომბრის არჩევნებზე.