საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნდა:

საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ თანამდებობა დატოვა. მასთან ერთად გადადგა მთლიანი ბორდიც. 

ბართომეუმ გადაწყვეტილება რამდენიმეთვიანი კრიტიკის შემდეგ მიიღო. კრიტიკა განსაკუთრებით მაშინ გამწვავდა, როცა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ბაირენთან 8-2 წააგო. მოგვიანებით კი გუნდის ლიდერმა, ლეონელ მესიმ თქვა, რომ გუდის დატოვება სურდა.

ოფიციალურად ბართომეუ მოვალეობის შესრულებას მომავალ წელს ასრულებდა, არჩევნები კი მარტში იყო ჩანიშნული. თუმცა კლუბის წევრებმა უნდობლობა გამოხატეს, რათა მას პოსტი დაუყოვნებლივ დაეტოვებინა.

ხოსეპ მარია ბართომეუ კლუბის 40-ე პრეზიდენტი იყო. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში "ბარსამ" ლა ლიგა 4 ჯერ მოიგო, 2014-15 წლებში კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. მიუხედავად ამისა, ბოლო სეზონებში კლუბი წარუმატებელია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი