გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზესტაფონში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

გამოქვეყნდა:

ზესტაფონში "გაერთიანებულმა ოპოზიციამ" და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა გეწაძემ შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

"იმისათვის რომ გაყინულები არ ვიყოთ, მშივრები არ ვიყოთ, ემიგრაციაში წასასვლელები არ ვიყოთ, განხეთქილებაში არ ვიყოთ ერთმანეთთან, ამისათვის, 31 ოქტომბერს, ჩავკიდოთ ყველას ხელი, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, ჩავაგდოთ ბიულეტინი და გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება, რომ საქართველოს არავინ წაართვას მომავალი". - თქვა გრიგოლ ვაშაძემ

ზესტაფონში შეკრებილ ამომრჩეველს მიმართა მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა გეწაძემაც და ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებას დაჰპირდა.

"ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც 31 ოქტომბერს გავაკეთებთ არჩევანს ქვეყნის სიკეთესა და უბედურობას შორის, ჩვენ ვაკეთებ არჩევნას ჩრდილოეთს და დასავლეთს შორის, რა თქმა უნდა ჩვენი არჩევანი დასავლეთია, ხალხი ამბობს რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ღირსებას დაუბრუნებს ამ რვა წლის მანძილზე დაჩაგრულ ადამიანებს და იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოდან გაყრილ ადამიანებს, რომელთაც მიერეკებიან უკან დავაბრუნებთ თავიანთ ოჯახებში და გავამთლიანებთ ოჯახებს." - თქვა კახა გეწაძემ

ზესტაფონის მოსახლეობას ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ხატია დეკანოიძემაც მიმართა და თქვა, რომ მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, საქართველო ერთიანია.

"ივანიშვილი არ აერთიანებს, ივანიშვილი ყოფს, ჩვენი მთავარი მიზანი 31 ოქტომბრის შემდეგ, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, ყველას გულში ჩახუტება იქნება."  - თქვა ხატია დეკანოიძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერსაა ჩანიშნული. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არჩევნებზე რაც შეიძლება ნაკლები მოქალაქე მივიდეს, ხელისუფლება კი, ტრადიციულად, აცხადევბს, რომ ოპოზიცია არჩევნების შემდეგ არეულობას გეგმავს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი