შესაძლოა, თქვენს სახლში უცხო ადამიანები, მათ შორის, გარდაცვლილები "ცხოვრობდნენ" - გაყალბების სქემის კურიოზები

გამოქვეყნდა:

უცხო ადამიანები თქვენს მისამართებზე  - ეს თითქოს ჩვეულებრივი ამბავი, შესაძლოა გაყალბების სქემის ერთი დიდი ნაწილი აღმოჩნდეს. "მთავარ არხს " ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი მოქალაქე უკავშირდება.  ისინი პასუხს ვერ იღებენ, საიდან აღმოჩნდნენ მათ კუთვნილ სახლებში  ჩაწერილი უცხო ადამიანები. ასობით მისამართზე  მოქალაქეები, ისეთ ადამიანების მონაცემებს პოულობენ, რომლებსაც  არ  იცნობენ და  არც არასდროს გაუგიათ. ერთ-ერთი   ლევან კაჭარავაა, ის  ემიგრაციიდან გასულ წელს  დაბრუნდა, წინასაარჩევნოდ ტელევიზორში რეკლამა ნახა, თუ როგორ უნდა  გადაამოწმოს არის თუ არა უცხო პირი მის  სახლში ჩაწერილი - გადაამოწმა და აღმოჩნდა , რომ  უცხო ქალი - ოლღა  სოლოღაშვილი მის მისამართზეა  ჩაწერილი. პასუხის გასაგებად  დარეკა ცესკოში, შემდეგ იუსტიციის სამინისტროში, თუმცა ამ დრომდე  ვერ გაარკვია  ვინ არის ქალი, რომელიც მის ბინაშია ჩაწერილი. 

ორმოცდასამი მიწერილი პირი ერთ მისამართზე. მთავარ არხს, ერთ-ერთი მოქალაქე დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, ცესკოს საიტზე გადამოწმების შემდეგ აღმოაჩინა, რომ  მის სახლში 43 ადამიანი იყო მიწერილი. მათი უმეტესობა კი გარდაცვლილია.  ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, თუმცა უშედეგოდ, როგორც გაირკვა, ამ პრობლემის მოგვარებას რამდენიმე კვირა სჭირდება. 

"მთავარ არხს"  ხელში ჩაუვარდა  შიდა  ქართლის სოფლებში ჩაწერილი უცხო მოქალაქეების სიები, ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმება ადგილზე  ვცადეთ, სოფლის მკიდრები ამბობენ, რომ მათ  არასდროს  სმენიათ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც რეესტრის მიხედვით მათი მეზობლები და  ოჯახის  წევრები არიან. ახლა კი ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება ამ არარსებულ ხალხს არჩევნების გასაყალბებლად  გამოიყენებს.

ცესკო-ში განმარტეს, რომ  მონაცემები მუდმივად ახლდება და ისინი მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ამუშავებენ. ამიტომ, ამ კონკრეტული დარღვევის შესახებ არაფერი იციან.  ადგილობრივი სადამკვირებლო ორგანიზაციები  იუსტიციის სამინისტროსა და ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სამინისტროს  მიზანმიმართული ჩარევის გარეშე, უცხო ადამიანი სხვის ბინაში ვერ ჩაეწერება​. 

როგორ და რისთვის გამოიყენებს ხელისუფლება  თქვენს მისამართებზე ჩაწერილი უცხო და  არარსებულ ადამიანებს - ამ კითხვაზე  პასუხი  მარტივია -  მათი ხმა არჩევნებზე  შესაძლოა სხვადასხვა ურნაში აღმოჩნდეს და საბოლოო შედეგისას  გადამწყვეტიც გახდეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი