აჭარის ტელევიზიის ვებგვერდიდან "ოცნებისთვის" მიუღებელი სიუჟეტი გაქრა - ავტორი მაუწყებლის დატოვებას არ გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი, რომელმაც ხულოში, სოფელ დიდაჭარაში მომხდარ დაპირირისპირებაზე რეპორტაჟი მოამზადა (დიდაჭარიდან დღეს მოსახლეობამ "ქართული ოცნების" სახე თორნიკე რიჟვაძე, მანამდე კი ამზორ ბოლქვაძე გამოაძევა), წერს, რომ ტელევიზიის ვებ-გვერდზე განთავსებული რეპორტაჟი არ იძებნება - სავარაუდოდ, ის ხელმძღვანელობის მითითებით საიტიდან აიღეს. 

ჯენი კვანტალიანი ფეისბუქზე წერს, რომ რეპორტაჟის აღების მიზეზების განმარტებას ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაუწყებელს დატოვებს.

შეგახსენებთ, რეგიონის ოპოზიცია სკანდალურ  აუდიო ჩანაწრებს ასაჯაროვებს , რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ საარჩევნო პროცესს მთლიანად სუს-ი აკონტროლებს, მათ შორის  ნიშნავს, და მართავს საუბნო კომისიის წევრებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი