ნავთობი მსოფლიოში ისტორიულად გაიაფდა, საქართველოში კი საწვავის ფასი ისევ მაღალია

გამოქვეყნდა:

მსოფლიოში ნავთობი რეკორდულად იაფდება, შავი ოქროს ფასი ისტორიულ მინიმუმზე დაეცა, თუმცა საქართველოზე ეს არ ასახულა. ყველაზე ძვირი ბენზინი ვისოლის ქსელში ღირს და ამას კომპანიის თანამშრომლებიც ადასტურებენ. 

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება 43%-ით დაეცა. ასეთი დაბალი შავი ოქრო ფასი 1991 წლის შემდეგ არ ყოფილა.

ეკონომიკური ექსპერტები ამბობენ, რომ ბენზინი საქართველოში 1 ლარსა და 50 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდეს და მაღალი ტარიფის მიზეზი კარტერული გარიგებაა, რომელიც ბენზინის იმპორტიორსა და სახელმწიფოს შორის არსებობს. 

ჰაბ ჯორჯიაში კი აცხადებენ, რომ ბენზინში მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხის დიდი ნაწილი ხელისუფლების ჯიბეში მიდის. 

ვასო ურუშაძე ამტკიცებს რომ საწვავის ფასის ზრდა და მსოფლიო ტენდენციის მიუხედავად, ამ მაღალი ფასის შენარჩუნება იმის ბრალია რომ 2016 წელს ხელისუფლებამ აქციზის ფასი გააორმაგა. ამას ემატება სავალუტო კრიზისიც. 

მოსახლეობას მოლოდინი ჰქონდა, რომ მსოფლიოში გაიაფებული ნავთობის ფონზე, ფასი საქართველოშიც დაიწევდა, თუმცა ბენზინი მხოლოდ რამდენიმე თეთრით გაიაფდა. 

ექსპერტები არ გამორიცხავენ რომ ნავთობის ფასი მსოფლიო ბირჟებზე კიდევ შემცირდეს. მათივე თქმით, თუ ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ იქნება, ეს დადებითი ტენდენცია საქართველოზე არ აისახება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი