3 ათასამდე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის იდენტიფიცირების პროგრამა დამონტაჟდება

გამოქვეყნდა:

არჩევნების დღეს ესტონური კომპანიის მიერ 3 ათასამდე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის იდენტიფიცირების სპეციალური სისტემა დამონტაჟდება. კომპანიის წარმოამდგენლებმა სისტემის შესახებ გაერთიანებულ ოპოზიციასთან შტაბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. კომპანიის წარმოამდგენლების თქმით, პროგრამა ამომრჩევლის ამოცნობისას მხოლოდ სახეს არ ეყრდობა, ამიტომ პირბადე დაბრკოლებას არ შეუქმნის. 

"აპლიკაცია მუშაობს ალგორითმით, რომელიც იყენებს სხვადასხვა ტიპის მონაცემებს ამომრჩეველთა შედარებისთვის. ეს შეიძლება იყოს ჩაცმულობა, თმა, კანის ფერი. აპლიკაცია არის გადამოწმებული და მუშაობს შეუცდომლად. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ამომრჩევლის სახის ამოცნობა ამიტომ, პირბადეს დიდი მნიშნველობა არ აქვს. პროგრამა შემუშავებულია იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ადამიანს ეკეთება პირბადე არჩევნების დღეს" - ამბობს კრისტინა პაშოუ, ესტონური კომპანიის წარმოამდგენელი. 

კომპანია ამომრჩევლის პირად მონაცემებს არ ბეჭდავს და მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდება. 

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 31 ოქტომბერს არჩევნები 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი