მერე მე რა ვქნა? - წყალტუბოს დეპუტატი ფარცხანაყანევში საძოვრების გასხვისებაზე ნანუკა ჟორჟოლიანს

გამოქვეყნდა:

სოფელ ფარცხანაყანევში 600-მდე ოჯახს საძოვრები გაუსხვისეს, რის გამოც მოსახლეობამ დახმარებისთვის მიმართა წყალტუბოში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატს ნანუკა ჟორჟოლიანს, რომელმაც წყალუტობოს მოქმედ დეპუტატს დაურეკა და ადგილზე მისვლა თხოვა, თუმცა პასუხად უარი მიიღო.

 "მე მაგ საკითხზე სამი ოთხი თვე მაქვს საუბარი, არსებობს კანონი ქალბატონო,... არა... არა... მერე მე რა ვქნა?, შეიტანეთ განცხადება სასამართლოში, თუ ვართ დამნაშავე დავისჯებით". - თქვა ოცნების მოქმედმა მაჟორიტარმა, შალვა კილაძემ.

ნანუკა ჟორჟოლიანი წყალტუბოს დეპუტატს ფარცხანაყანევში მისვლას იმიტომ თხოვდა, რომ სოფლის ცენტრში მოსახლეობა შეკრებილი იყო და საძოვრების გასხვისებას აპროტესტებდა.

"ყველაზე მცირე 600-700 სული საქონელი დღეს უკვე საძოვარის გარეშე დარჩა, მათი პატრონი, ვინც ვართ აქ და კიდევ უამრავი სახლში დარჩენილი, შემოსავლის გარეშე რჩება." -თქვა ფარცხანაყანევის მკვიდრმა აქციაზე.

ცნობისთვის, კერძო კომპანიამ ფარცხანაყანევში 170 ჰექტარი მიწა შეიძინა, რის შედეგადაც, შემოსავლის გარეშე ადგილობრივები, მათი კუთვნილი პირუტყვი კი საძოვრების გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, ოცნების მოქმედი დეპუტატი, რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანი ესაუბრა, წყალტუბოს მაჟორიტარობისთვის კენჭს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ისევ იყრის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი