გაყალბების პრევენციისთვის შექმნილი სისტემა ადამიანებს ხმის, ჩაცმულობისა და კანის ფერით ამოიცნობს

გამოქვეყნდა:

არჩვენების დღეს გაყალბების თავიდან ასაცილებლად უბნებზე უპრეცენდენტო პროგრამას გამოიყენებენ. ოპოზიციის დამკვირვებლები სპეციალური მოწყობილობით გააკონტროლებეინ იმ ადამიანებს, ვინც შესაძლოა, ე.წ. კარუსელის მონაწილე იყოს. ახალი სისტემა მონაცემებს სერვერზე გადააგზავნის, დამუშავების შემდეგ გაშიფრული იქნება ყველა პირი ვინც შეეცდება მეორედ ხმის მიცემას.

აპლიკაცია ხმის, ჩაცმულობისა და კანის ფერის გათვალისწინებით ამოიცნობს ყველა პირს, ვინც შეეცდება სხვადასხვა პირადობით ხმა რამდენჯერმე მისცეს. როგორც პროგრამის ავტორები ამბობენ, ამ პროცესში გათვალსიწინებულია ის ფაქტიც, რომ ამომრჩეველს პანდემიის გამო პირბადე ეკეთება. 

მას შემდეგ რაც ამ სისტემის შესახებ ცნობილი გახდა ქართული ოცნების დამკვირვებლებს მისცეს დავალება რომ ამ პროექტის მონაწილეები არ დაუშვან უბნებზე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი