ხვალ უნდა გავამარჯვებინოთ საქართველოს თავისუფლებას და დემოკრატიას - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" სატელეფონო ჩართვის დროს ამბობს, რომ ქართველი ხალხი ბოლო რვა წელია, არაა წარმოდგენილი ხელისუფლებაში და ხვალ არის შანსი, რომ ეს შეიცვალოს.

იმ ყველა იმ ტანჯვის ფონზე, რაც ქართველმა ხალხმა გადაიტანა ბოლო 8 წლისა და საერთოდ, ბოლო ათწლეულების, ბოლო საუკუნეების განმავლობაში, საქართველო იმსახურებს უკეთეს მომავლს, იმსახურებს, ისევ გახდეს წარმატებული ქვეყანა, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მისი თქმით, ხვალ არის დღე, როცა ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს, რომ სასწაულების მოხდენა შეუძლია.

ამ ათწლეულებისა და საუკუნეების განმავლობაში, ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ სასწაულების მოხდენა შეუძლია და ხვალ კიდევ ერთხელ უნდა მოვახდინოთ სასწაული ყველამ ერთად, უნდა დავამარცხოთ ის საშინელება, რაც ახლა ხდება, ხვალ უნდა გავამარჯვებინოთ საქართველოში თავისუფლებას და დემოკრატიას, - აღნიშნა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა. 

ნიკა გვარამიას შეკითხვაზე, როგორ აპირებს ხმების დაცვას ნაციონალური მოძრაობა, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ პარტიას ჰყავს უამრავი მოხალისე, მათ შორის ყოფილი სამხედრო პირები, პედაგოგები, მანდატურები და სხვები, რომლებიც მზად არიან, დაიცვან ხმები, თუ ამის აუცილებლობა დადგება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი