ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ანა დოლიძემ განაცხადა, რომ არჩევნებზე არმისვლა ნიშნავს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იგივე სიტუაციაში ცხოვრებას, როგორშიც დღეს ხალხი ცხოვრობს.
მე მინდა მხოლოდ ერთი რამ ვუთხრა მოქალაქეებს, რომ ხვალ დილით, როცა გაიღვიძებენ, გაიხედონ გარეთ, გადაიხედონ აივნებიდან და ჰკითხონ თავიანთ თავს, მოსწონთ ის რეალობა, სადაც ცხოვრობენ? და თუ ისინი არ მოვლენ ხვალ არჩევნებზე, ეს ნიშნავს, რომ მომდევნო 1460 დღე მათ მოუწევთ ცხოვრება იმ სამყაროში, რომელსაც დილით დაინახავენ. მომავალი 1460 დღე, ეს არის მთელი ცხოვრება, როცა უამრავ ადამიანი დაიბადება, უამრავი გარდაიცვლება, უამრავი ადამიანი გაექანება და თავს მოიკლავს იმის გამო, რომ ვალებს ვერ გადაიხდის, უამრავი მოხუცი დატოვებს თავისი პენსიის ნაწილს ლიბერთი ბანკში... ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და შეცვალოთ თქვენ, - მიმართა ამომრჩევლებს ანა დოლიძემ.