აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მივიდა.
"არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია, მშვიდი და თავისუფალი ატმოსფერო. ცესკოში მოვედი, რათა მადლობა მეთქვა კარგად შესრულებული სამუშაოსთვის", - ამბობს დეგნანი.
ცნობისთვის, კელი დეგნანმა, ამ დილით, საელჩოს თანამშრომელთა ნაწილთან შეხვედრისას დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ინფორმაციას საელჩოს Facebook-გვერდი ავრცელებს.