პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ჰყავს ძლიერი, კონსოლიდირებული გუნდი და ისინი არავის მისცემენ უფლებას, რომ თავს დაესხას დემოკრატიას.
"მშვიდობა, სტაბილურობა, მოქალაქეების დაცვა, წარმატებები საგარეო პოლიტიკაში, ეკონომიკაში - სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდია ის, ვინც ამას სთავაზობს ამომრჩეველს", - ამბობს თალაკვაძე.