თვითიზოლაციაში მყოფი პირი ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე მივიდა.
"ენმ"-ს ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით თვითოზოლაციაში მყოფმა მაკა ფიჩხაიამ ხმა ქუთაისის 112-ე უბანზე მისცა და უბნის დატოვებისას იქვე მდგომი პირისგან კონკრეტული თანხაც აიღო.
ოპოზიციის წარმომადგენელმა ზუგდიდის უბნებზე აღმოჩენილ დარღვევებზეც ისაუბრა. მისი თქმით დამკვირვებლები სპეციალური ნიშნის ჩვენების შემდეგ კონკრეტულ პირებს "ოცნებისთვის" ხმის მრავალჯერადად მისაცემად ისეთ უბნებზე უშვებენ, სადაც პარტიას ხმები აკლდება.