საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ამბობს, რომ საბერძნეთის ნაწილსა და აზერბაიჯანში ქართველი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უბნები ვერ გაიხსნა.
"საბერძნეთის ქალაქი სალონიკი პანდემიის გამო წითელ ზონადაა გამოცხადებული, ამიტომ საარჩევნო უბანი ვერ გაიხსნა. ათენში ჩვეულებრივად შეუძლიათ ხმის მიცემა ქართველ ემიგრანტებს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, საომარი მოქმედებების გამო, ვერ გავხსენით საარჩევნო უბანი", - ამბობს ზალკალიანი.