ივანიშვილს დარეგისტრირებული ჰყავს მკვდარი სულები - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, Facebook-ზე ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ 31 ოქტომბერი უნდა იყოს გამარჯვების დღე, თუმცა "უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რას აკეთებს ივანიშვილი". 

"ეს უნდა იყოს ჩვენი გამარჯვების დღე, მაგრამ ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რას აკეთებს ივანიშვილი. ივანიშვილს ჰყავს დარეგისტრირებული დიდი რაოდენობით მკვდარი სულები, ძალიან ბევრი ადამიანის მისამართზე.მას ჰყავს, დაახლოებით 500-700 კაციანი ბრიგადა, კარუსელებით მისვლას აპირებენ ბევრ ადგილზე, ერთ დროულად და არ არსებული ხმების ჩაყრას. ზუსტად ასე ჩაყარა მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ზუსტად ასე აპირებს თქვენი გამარჯვების მოპარვას", - წერს სააკაშვილი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი