ქუთაისში ამომრჩევლებს ხმის სანაცვლოდ თანხას აძლევენ. ამასთან, საარჩევნო უბნების უმეტესობასთან "ქართული ოცნების" კოორდინატორები არიან მობილიზებულები და ისინი სპეციალური სიებით მოქმედებენ.
შეგახსენებთ, რომ გარდა ქუთაისისა, ზუგდიდის მე-3 საარჩევნო უბანთან ოპოზიციური პარტიის დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ კოორდინატორები დაბურულმინებიანი მანქანიდან ფულს არიგებენ.