ყარაჯალაში ამომრჩევლებზე პროდუქტებს არიგებენ, მოქალაქეები კი პანდემიის ნორმებს არ იცავენ

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საარჩევნო უბნებზე მოქალაქეები არ იცავენ დისტანციას და უმეტესობას არ აქვს პირბადე. 39-ე უბნის მიმდებარედ კი გაურკვეველი პირები დალუქული ყუთებით პროდუქტებს არიგებენ.

დარღვევებზე განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა. მისი თქმით, ყარაჯალაში ფარულად იყო ჩამოსული თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი მეჩეთში შეხვდა ამომრჩეველს და "ქართული ოცნების" მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

დარღვევებზე საუბრობს სამოქალაქო პლატფორმაც. ორგანიზაციის ინფორმაციით, უბანზე შესულ მოქალაქეებს აიძულებენ ღია ბიულეტენები აჩვენონ.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი