მარნეულის მეხუთე უბანზე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დამკვირვებელი "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშრისო საზოგადოების" წარმომადგენელმა სცემა, ხოლო თელავის მეხუთე უბანზე დამკვირვებელს მობილური წაართვეს, დარღვევის ამსახველი ფოტო წაუშალეს და უბნიდან გამოაძევეს.
"აღმაშფოთებელია, რომ მარნეულის მეხუთე უბანზე, ჩვენს დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ეს არის "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო საზოგადოება", ეს და ამდაგვარი ორგანიზაციები სხვა დროსაც არის შემჩნეული მსგავსი ტიპის საქმიანობაში, ისინი, როგორც წესი, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ" - ამბობს სულხან სალაძე.
"საიას" თავჯდომარის, სულხან სალაძის თქმით შემთხვევები დაფიქსირდა იტალიაშიც, სადაც ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე მარკირება არ გაატარეს. დაგვიანებით დაიწყო კენჭისყრა ბარსელონაშიც.