ლარი სამიან ნიშნულს უახლოვდება - ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის გავრცელება უკვე აისახა ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სავალუტო ბაზარზე პანიკაა. ლარი ბოლო 48 საათში დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარი 2 ლარი და 86 თეთრი ღირს. კურსი გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებში. 1 დოლარი აქ 2 ლარი და 90 თეთრი ღირს.

ეკონომიკური ექსპერტებს დადებითი მოლოდინი არ აქვთ. მსოფლიო ბაზარზე არსებული პანიკიდან გამომდინარე ისინი ვარაუდობენ, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასირებას განაგრძობს,. გარდა ამისა, მათი თქმით, ამას ემატება ქვეყანაში არსებული ისედაც მძიმე ეკონომიკური და საინვესტიციო ვითარება. დარგის ექსპერტები ეროვნულ ბანკს დროული ჩარევისკენ მოუწოდებენ

მთავარი მიზეზი არის კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში და საზღვრების ჩაკეტვა ამ ვირუსის თავიდან ასაცილებლად. სწორედ ამიტომ კომპანიებს აქვთ მოლოდინი, რომ რაც შეიძლება ჩქარი შეკვეთები გააკეთონ გამომდინარე იქიდან არ იციან როგორი იქნება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში სიტუაცია" აცხადებს ირაკლი ყიფიანი

ლარი დოლართან მიმართებაში სამიან ნიშნულს სულ უფრო უახლოვდება და ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სექტემბრის თვეში ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნას. ამ ფონზე კი ბიზნესიმპორტიორები ფასების ზრდასაც არ გამორიცხავენ. გაძვირება კი პირველ რიგში პირველადი მოხმარების საგნებს შეეხება

ამ მომენტისთვის სამიან ნიშნულთან რომ მივიდეს კომპანიები რაღაცა კუთხით მზად არიან. თუ ესე სწრაფად გაგრძელდა რთული ვითარება იქნება და ალბათ ფასების გადახედვაც მოუწევთ" აცხადებს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი