ცოტა ხნის წინ გლდანის 39-ე საარჩევნო უბანთან სროლა იყო. მომხდარს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება:
"ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია რაც ხდება - კრიმინალური ბანდები ჰყავთ მობილიზებული და უმრავლესობა ნარკოტიკული თრობის ქვეშაა. რაც შეეხება გლდანის სიტუაციას, ერთადერთი რამის გამო ძაბავენ სცენარს - ცდილობენ, მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე არ მისულან, დააშინონ. მშვიდად, წყნარად, მიდით არჩევნებზე და საქართველოს მომავალს მიეცით ხმა. შევცვალოთ კრიმინალური "ოცნება", - ამბობს ხაბეიშვილი
ცნობისთვის, ჯერჯერობით არაა დაზუსტებული დააკავეს თუ არა პირი, რომელმაც 39-ე უბანში გაისროლა.