"ქართული ოცნების" ერთერთმა ლიდერმა, მამუკა ბდინარაძემ, ბრიფინგზე გლდანში მომხდარი დაპირისპირება განიხილა და თქვა, რომ პროვოკაცია "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერების მოწყობილია.
"ნაცმოძრაობის გლდანის შტაბიდან გვქონდა ინფორმაცია, რომ ისინი აპირებდნენ ზონდერების მობილიზებას და მათ გააქტიურებას - ჩვენი ვარაუდი 100%-იანი სიზუსტით გამართლდა. გლდანში ჰქონდა ადგილი ნაცმოძრაობის კანდიდატის, ნიკა მელიას მთავარი ზონდერის, ირაკლი ეძგვერაძის მხრიდან უმძიმეს პროვოკაციებს არა ერთ ლოკაციასა და უბანზე. ის და მისი ზონდერჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ უბნებზე ხელის შეშლას," - ამბობს მამუკა მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ სროლის ხმა გლდანის 39-ე საარჩევნო უბანზე გაისმა.