პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებებზე საუბრობს და პოლიციის ქმედებებს აკრიტიკებს. მისი აზრით, მთავრობის ძალადობრივი ქმედებები იმაზე მიანიშნებს, რომ "ოცნება" მართვის სადავეებს კარგავს.
"ნერვიულობენ, ვინაიდან გრძნობენ, რომ კარგავენ ხელისუფლებას. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, საერთო ჯამში ისტორიულ მომენტთან. სულ რამდენიმე საათი გვაშორებს, რომ საქართველოს ისტორიაში მეორედ ხელისუფლება შეიცვალოს, არჩევნების გზით," - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების დასრულებამდე 3 საათი რჩება.