თავისუფალ არჩევნებზე თაღლითობის ადგილი არ არის – ადამ კინზინგერი საქართველოს არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა, საქართველოში ამ წუთებში მიმდინარე არჩევნებზე ტვიტერზე დაწერა, რომ ის  პროცესს თვალყურს ადევნებს, ხოლო მოქალაქეებს ხმის მიცემისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

"თავისუფალ არჩევნებზე არ არის ადგილი თაღლითობისთვის, დაშინებისთვის და ხმების მოსყიდვისთვის. ჩვენი ერები ძლიერი და გაერთიანებულია, ამერიკას საქართველოს იმედი აქვს" – დაწერა ტვიტერზე ადამ კინზინგერმა.

ადამ კინზინგერი 2020–წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს 27 ოქტომბერსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ პროცესს თვალს მიადევნებდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი