დღეს ქალაქ რუსთავის მერიის წინ ე.წ. "ძველი ბიჭები" და სპორტსმენები შეიკრიბნენ, რომლებიც მერიიდან რამდენიმე მეტრში მდებარე გაერთიანებული ოპოზიციის რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატის დავით კირტიკატძის შტაბის წინ განთავსდნენ.
"ძველი ბიჭები" და სპორტსმენები ადგილზე მედიის მისვლამ გააღიზიანა, ისინი მედიასთან ამბობდნენ რომ რუსთავის მერიის წინ თბილისიდან სასეირნოდ ჩამოვიდნენ: "ხომ შეიძლება დავჯდე, ხომ შეიძლება ვისეირნო? ... უზრდელი ხარ და არასწორი ... წადით ძმაო დაგვანებეთ რატო გვიღებთ" – ასე მიმართავდნენ "ძველი ბიჭები" მთავარი არხის ჟურნალისტს და ოპერატორს.
ოპოზიციის შტაბთან შეკრებილი ძველი ბიჭებისა და სპორტსმენების რაზმი, მხოლოდ მას შემდეგ დაიშალა, რაც ადგილზე ოპოზიციის გამოძახებული პოლიციის ეკიპაჟი გამოჩნდა.
შემთხვევის ადგილას, რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით კირკიტაძეც მივიდა და პოლიციელებს მოუწოდა პროვოკაციის მიზნით მის შტაბთან მისული "ძველი ბიჭების" ჯგუფი, რომელიც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იყვნენ განერიდებინათ: "ხდება ქართული ოცნების მიერ მობილიზება კრიმინალური წარსული მქონე ადამიანების" – თქვა დავით კირტიკაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 1 საათზე ნაკლები რჩება.