კანონიერი ქურდის ძმა და მისი მაყურებელთა ჯგუფი ვანში საარჩევნო უბანს აკონტროლებს

გამოქვეყნდა:

ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი, "მაყურებელთა" ჯგუფი ვანში საარჩევნო უბანზე შეიჭრა და ოპოზიციის დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ვანის საარჩევნო ოლქებთან, "ოცნების" დავალებით, კანონიერი ქურდის ძმის ლაშა ნიჟარაძის მობილიზებული ჯგუფები, უბანზე სიტუაციას აკვირდებიან და ამომრჩეველს მიუთითებენ ვინ უნდა შემოხაზონ. საარჩევნო უბნებთან გაშლილია სუფრა, ეწევიან მარიხუანას და ამბობენ, რომ დაბადების დღეს აღნიშნავენ.

ვანში "მაყურებლების" გამოჩენას, გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანიც და ქართული ოცნების მხრიდან, არჩევნების წაგების შიშად შეაფასა.

 " ძველი ბიჭები, რომელბიც მანამდე დემონსტრაციულად გარეთ იყვნენ ახლა უბნებზე შედიან და არაფერს არ ერიდებიან, ახლა წავა შუქის ჩაქრობები და ძველი ბიჭების გამოყვანა" – ამბობს, ენმ–ს სამტრედია–წყალტუბო–ვანი–ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი.

აღსანიშნავია, რომ ხონის, ვანის, წყალტუბოსა, და სამტრედიის საარჩევნო ოლქებზე, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ერთ ღამეში ხელოვნურად 600,000–ით გაიზარდა.

"მაყურებელთა ჯგუფი" აგრესიულად შეხვდა უბანთან ელისო კილაძის მისვლასაც.

"ქართულმა ოცნებამ არჩევნები სრულად წააგო, საარჩევნო პროცესი მთლიანად დანმაშავეთა სამყაროს ქუჩის ბიჭების მეთვალყუროების ქვეშ უნდა წავიდეს, ეს დირექტივა კანონიერი ქურდის ლაშა ნიჟარაძისგან წამოვიდა" – ამბობს ელისო კილაძე

შეგახსენებთ, საარჩევნო უბნების დახურვამდე 15 წუთზე ნაკლები დარჩა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი