Ipsos-ის ეგზტიპოლით პრო-დასავლური ოპოზიციური პარტიების მანდატების ჯამი - 67-ია, ოცნების 50

გამოქვეყნდა:

IPSOS-ის 5 საათის ეგზიტპოლის მიხედვით, "ქართული ოცნებას" პარლამენტში 50 მანდატი აქვს.  ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო მანდატების ჯამური რაოდენობა კი 67-ია - "პატრიოტთა ალიანსის" 3 მანდატის გამოკლებით. 

ამავე ეგზიტპოლის მიხედვით, "ქართულ ოცნებას" ხმა მისცა ამომჩეველთა 41%-მა, ოპოზიციური პარტიებიდან კი 1%-ზე მეტი მხარდაჭერის მქონე პარტიების ხმების ჯამი 49%-ია - კვლავ "პატრიოტთა ალიანსის" 2%-ის გამოკლებით. შედეგები განახლებადია, რადგან, როგორც ნიკა გვარამიამ თქვა, ამ წუთებში მუშავდება.

ეგზიტპოლის შედეგები დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ აქ: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი