ლარი უფასურდება, პროდუქტი ძვირდება - სავალუტო ბაზარზე პანიკაა

გამოქვეყნდა:

ეროვნული ვალუტა საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება. ლარი დოლართან მიმართებაში ბოლო 48 საათის განმავლობაში, 10 პუნქტით დაეცა.

სავალუტო ბაზარზე პანიკაა - 1 დოლარის ღირებულება 2.87 თეთრს აღწევს. გაცილებით მაღალი კურსია კომერციულ ბანკებში, სადაც ერთი დოლარი 2 ლარად და 90 თეთრად ივაჭრება.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ტენდენცია საგანგაშოა. ლარი სამიან ნიშნულს სავარაუდოდ უახლოეს პერიდოში დაუბრუნდება, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმა იქნება. 

ეკონომიკური ექსპერტები ეროვნულ ბანკს დროული ჩარევისკენ მოუწოდებენ.

სავალუტო ბაზარზე არსებული პანიკა უკვე აისახა სამომხმარებლო ბაზარზე. კორონავირუსის გავრცელებისა და საზღვრების ჩაკეტვის მოლოდინში ბიზნესმა მარაგის აღება დაიწყო. იმის გამო, რომ პროცესების პროგნოზირება ფაქტობრივად შეუძლებელია, კომპანიები პროდუქტს წინასწარ ყიდულობენ, რაც ბაზარზე უცხოური ვალუტის მოთხოვნას ზრდის. მძიმე ეკონომიკური ვითარების და ინვესტიციების შემცირების გამო კი ქართული სავალუტო ბაზარი საჭირო რაოდენობით დოლარის მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს. 

ფასების ზრდას აანონსებენ იმპორტიორები. მათი თქმით თუ 1 დოლარის ღირებულბა 3 ლარს გადასცდება, ფასებს კომპანიები გადაინაგარიშებენ და გაზრდიან. 

პანიკა სავალუტო ბაზარზე უკვე აისახა ფასებზე. პროდუქტი კიდევ უფრო გაძვირდა. ერთ კგ კარტოფილში მოსახლეობას 50 თეთრით მეტის გადახადა უწევს. 

ექსპერტების პროგნოზით ლარი გაუფასურება გაგრძელდება და თუ ზაფხულში ტურისტების ნაკადი სასურველ ნიშნულს ვერ მიუახლოვდება, ქვეყნაში ტურიზმის ბიზნესი ჩამონგრევის საფრთხის წინაშე დადგება.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი