მარნეულის თითქმის ყველა, 91-ვე, საარჩევნო უბანი ამ დროისთვის დახურულია, თუმცა საარჩევნო პროცესი დილის 8 საათიდან დარღვევებითა და ხმაურით მიმდინარეობდა.
დაფიქსირებულ დარღვევებს შორისაა - სიტყვიერი დაპირისპირება, 1 ამომრჩევლის მიერ 2-ჯერ ხმის მიცემა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირსპირება, დამკვირვებლების გაძევება.
"პროცედურული დარღვევები აღმოიფხვრა, დაიწერა საჩივრები. ოლქი დაუყონებლივ რეაგირებდა ნებისმიერ საკითხზე", - ამბობს მარნეულის 22-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ანა ილურიძე.
აქვე გეტყვით, რომ მარნეულის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობა, 20:00 საათის მონაცემებით, 40%-ს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლის ფონზე მარნეულში 6 საათისთვის სპეცრაზმიც შეიყვანეს.