"დღეს ღამე ჯვაროსნულ ომს გამოაცხადებენ" - გიგი უგულავა კომისიის წევრებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა "ქართული ოცნების" წაგებაზე საუბრობს და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ჯამურად უმცირესობაშია:

"41 იქნება თუ 46, ფაქტი არის ერთი - "ქართული ოცნება" არის ჯამურად უმცირესობაში. "ქართულმა ოცნებამ" წააგო და მე დარწმუნებული ვარ, ხვალ გაფორმდება ეს წაგება. მინდა მოვუწოდო ოპოზიციის კომისიის ყველა წევრს - მეგობრებო გამხნევდით, ახლა მთავარია დაიცვათ თითოეული ხმა" - ამბობს გიგი უგულავა.

უგულავას თქმით, სამთავრობო მედიის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებში "ოცნების" მიერ 50%-იანი ბარიერის გადალახვა იმას მიუთითებს, რომ "დღეს ღამე ჯვაროსნულ ომს გამოაცხადებენ, რომ დილას ივანიშვილს უპატაკონ ეს ციფრი". 

IPSOS-ის  ეგზიტპოლის 5 საათის მონაცემები;

თბილისში ენმ- გაერთიანებული ოპოზიცია პირველ ადგილზეა - Ipsos-ის ეგზიტპოლი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი