გაოგნებული ვარ ამომრჩეველთა შემართებით, ოპოზიციის გამარჯვება მართლდება ჩვენ თვალწინ - ზოდელავა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთი-ხობი-სენაკში, მურთაზ ზოდელავა, ამბობს, რომ "ქართული ოცნება" დამარცხებულია - ამას ამომრჩეველთა განწყობა და ეგზიტპოლი ადასტურებს. 

"მე გაოგნებული ვარ ამომრჩეველთა შემართებით. ისინი არ შეუშინდნენ "ოცნების" ბერკეტებს. ეს, პირველ რიგში, აჩვენა ძალიან სარწმუნო ეგზიტპოლმა. ახლა ჩვენ ველოდებით ოპოზიციის გამარჯებას, ეს მოლოდინი მართლდება ჩვენ თვალწინ", - ამბობს ზოდელავა

შეგახსენებთ, რომ "მთავარმა" IPSOS-ის ეგზიტპოლის 17:00 საათის მონაცემები უკვე გამოაქვეყნა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი